გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ლიონში საუკეთესო პერიოდი მაქვს“ - მიქაუტაძემ ლე ავრთან მატჩზე ისაუბრა

„ლიონის“ შემტევმა, გიორგი მიქაუტაძემ „ლე ავრთან“ დიდებული მატჩის შემდეგ ადგილობრივ მედიასთან განვლილი შეხვედრა შეაფასა და თავის პერფორმანსზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ლიონი 1:2 მარცხდებოდა და დარჩენილ დროში ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და თავადაც გაიტანა.

რა თქვა მიქაუტაძემ მედიასთან:

„ჩემი გოლი კუთხურს მოჰყვა, რომელიც ძალიან მომეწონა. ბურთი ცოტათი უკან მომივიდა, თუმცა შანსი კარგად გამოვიყენე და გოლი გავიტანე. დიახ, ეს გოლი თავდაჯერების შედეგია. ძალიან მონდომებული ვარ და მოედანზე 100%-ს ვდებ. არის თუ არა საუკეთესო გოლი ლიონში? რამდენიმე კარგი გოლი გავიტანე. ყველა გოლს თავისი ისტორია აქვს“.

„რა თქმა უნდა, დღევანდელ შეხვედრაში აუცილებლად უნდა მოგვეგო. ბოლო პერიოდში არც თუ ისე კარგი შედეგები გვქონდა და მოგება ძალიან გვინდოდა. რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ, 3 ქულა მაინც ავიღეთ“.

„ჯერჯერობით, ეს ლიონში ჩემი საუკეთესო თამაში იყო. ჩემთვის კარგი კვირაა, მაგრამ გუნდისთვისაც ძალიან კარგია. ევროპა ლიგაზე მეოთხედფინალში გავედით, დღეს კი ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ბრძოლის გზაზე მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. ამ გზის გაგრძელებას ვაპირებთ“.

„ვაპირებ თუ არა პსჟ-მარსელის მატჩის ყურებას? რა თქმა უნდა, დიახ. ვისაც ფეხბურთი უყვარს, ამ თამაშსაც უყურებს“.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ ლიგა 1-ში „ლიონის“ მაისურით 26-ე მატჩი ჩაატარა და მე-7 გოლი გაიტანა. ამასთან, მის ანგარიშზე 4 საგოლე გადაცემაცაა. საგულისხმოა, რომ მიქაუტაძემ ევროპა ლიგის 1/8 ფინალში სტიაუა ბუქარესტის წინააღმდეგ 2-2 გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

      26 ტურის შემდეგ „ლიონს“ სატურნირო ცხრილშიო 45 ქულა დაუგროვდა და მე-5 პოზიციაზე იმყოფება. გიორგი მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 28 მარტს სტუმრად „სტრასბურგის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები