სენტ-ეტიენი მონპელიეს მატჩი გაურკვეველი დროით შეწყდა - ზურიკოს საგოლე პასი ჰქონდა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი სტუმრად „მონპელიეს“ დაუპირისპირდა და 58-ე წუთისთვის 2:0 ამარცხდებდა, თუმცა, სტადიონზე მომხდარი დაპირისპირების გამო შეხვედრა შეწყდა და გაურკვეველი დროით გადაიდო.
ზურიკო დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავისი გუნდის მეორე გოლში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 53-ე წუთზე დავითაშვილმა თანაგუნდელ სტასინის საგოლე გადაცემა გაუკეთა, რასაც მაშინვე ადგილობრივი გულშემატკივრის აღშფოთება და თამაშის შეწყვეტა მოჰყვა.
დღევანდელ შეხვედრაში სენტ-ეტიენს პირველი ტაიმის მიწურულს ბერნუე გაუგდეს, რითაც სტუმრები კავნაკლულნი დარჩნენ. ამის მიუხედავად, სენტ-ეტიენმა მაინც შეძლო მეორე გოლის გატანა, რასაც მონპელიეს ფანების მხრიდან საყვარელი გუნდის მისამართით დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე პეტარდები დაანთეს და ხანძარი გააჩინეს, რის გამოც, მთავარ მსაჯს შეხვედრის შეწყვეტა უსაფრთხოების რისკების თავიდან აცილების გამო მოუწია.
შედეგად, შეხვედრა შეწყდა და გაურკვეველი დროით გადაიდო. ჯერჯერობით, უცნობია, როდის განახლდება, ან როდის გაიმართება დღევანდელი შეხვედრის დარჩენილი დრო.