გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

გოჩოლეიშვილის სადებიუტო გოლი - კოპენჰაგენის მოულოდნელი მარცხი

გიორგი გოჩოლეიშვილმა „კოპენჰაგენის“ შემადგენლობაში სადებიუტო გოლი „ვიბორგთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში გაიტანა. 24 წლის ქართველმა მარჯვენა მცველმა, რომელიც ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო, 26-ე წუთზე შორიდან ეფექტური დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა და როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს გოლი მისთვის დანიის საფეხბურთო გრანდის შემადგენლობაში პირველი იყო.

პირველი ნახევრის დასრულებამდე ოთხიოდე წუთით ადრე, „კოპენჰაგენის“ უპირატესობა ჯორდან ლარსონმა ორბურთიანი გახადა, რითაც თითქოს გამარჯვებულის ვინაობა საბოლოოდ გაირკვა, თუმცა ვიბორგელებმა ადგილობრივ პუბლიკას საოცარი ქამბექი შესთავაზეს, 18-წუთიან მონაკვეთში სტუმრებს სამი ბურთი გაუტანეს, უმნიშვნელოვანესი თამაში 3:2 მოიგეს და სატურნირო მდგომარეობაც საგრძნობლად გაიუმჯობესეს.

22 ტურის შემდეგ „კოპენჰაგენი“ დანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „მიდტიულანდს“ მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საგოლე პასი უესკასთან - ქოჩორაშვილი ლევანტეს მოგებაში დაეხმარა
საგოლე პასი უესკასთან - ქოჩორაშვილი ლევანტეს მოგებაში დაეხმარა