ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

საგოლე პასი უესკასთან - ქოჩორაშვილი ლევანტეს მოგებაში დაეხმარა

ლა ლიგა 2-ის 31-ე ტურში, გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ სტუმრად „უესკას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა.

ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. თამაშის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე ქოჩორაშვილმა თანაგუნდელ ფორესს გაატანინა და საგოლე გადაცემა მიითვალა, რითაც თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ანგარიში 54-ე წუთზე „ლევანტემ“ პამპინის“ გოლით გახსნა, 69-ე წუთზე მუნიოსმა წონასწორობა აღადგინა, გამარჯვების გოლი კი მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე ფორესმა გიორგი ქოჩორაშვილის გადაცემის შემდეგ გაიტანა.

გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში „ლევანტეს“ მაისურით 24-ე მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

ამ გამარჯვებით, ლევანტემ სატურნირო ცხრილში 56 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ამდენივე ქულა აქს მეორეადგილოსან რასინ სანტადერსაც, რომელიც ლევანტეს ბურთების შეფარდების გამო ჩამორჩება. მომდევნო ტურში ქოჩორაშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე კასტელონს დაუპირისპირდება. მატჩი 23 მარტს გიამართება, თუმცა გიორგი ქოჩორაშვილი შეხვედრას სანაკრებო პაუზის გამო გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები