გაგრა, სამგურალი, ფოთის კოლხეთი, გარეჯი
Aa
Aa

გარეჯის პირველი გამარჯვება - გაგრა ისევ მოგების გარეშეა

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის IV ტური დღეს ქობულეთსა და თბილისში გამართული მატჩებით დასრულდა. აჭარაში ერთმანეთს ის კლუბები ხვდებოდნენ, რომელთაც ამ სეზონში ჯერ ერთი მოგებაც არ ჰქონდათ. თავისთვის ეს უსიამოვნო ტრადიცია „გარეჯმა“ დაარღვია და საგარეჯოელებმა სტუმრად „კოლხეთს“ მინიმალური სხვაობით 1:0 აჯობეს.

ფოთელების მდგომარეობა მეცამეტე წუთზე დამძიმდა, როდესაც არბიტრმა მათი კაპიტანი ბექა ხარშილაძე ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა. გამარჯვების ბურთი კი ლევან პაპავამ თავური დარტყმით 68-ე წუთზე გაიტანა, რომელსაც ასისტენტობა ნიკოლოზ გალახვარიძემ გაუწია.

„კოლხეთის“ მსგავსად, „გაგრაც“ ჯერჯერობით მოგების გარეშეა - გიორგი ონიანის მომზადებული გუნდი „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ „სამგურალთან“ 0:2 დამარცხდა. პირველ ნახევარში წყალტუბოელები ლაშა შერგელაშვილის პასით ვინისიუს ვიანამ დააწინაურა, ხოლო შესვენების შემდეგ დავით მუჯირმა ცვლილებაზე შესვლიდან ხუთ წუთში ლუკა ხორხელის დიდებული გადაცემა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ოთხი ტურის შემდეგ Crystalbet ეროვნულ ლიგას 10 ქულით ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ ლიდერობს, რომელიც მეორე პოზიციაზე მყოფ „თელავს“ სამი ქულით უსწრებს. ჩემპიონატი სანაკრებო პაუზის შემდეგ, მეხუთე ტურის მატჩებით 28 მარტს განახლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქულა ყოფილ გუნდთან - ჭიაბრიშვილმა იბერია შეაჩერა
ქულა ყოფილ გუნდთან - ჭიაბრიშვილმა იბერია შეაჩერა