გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის დიდებული მატჩი - ლე ავრთან ცვლილებაზე შევიდა და თავის გუნდს მოაგებინა

ლიგა 1-ის 26-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „ლე ავრს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 4:2 დაამარცხა.

გიორგი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 77-ე წუთიდან ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 1:2 მარცხდებოდა და ამ დროიდან სამ საგოლე ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად, „ლიონმა“ ქართველი შემტევის დიდი დამსახურებით მოიგო. მოედანზე შემოსვლიდან ზუსტად 1 წუთში მიქაუტაძემ ასისტი შეასრულა და ფოფანას გაატანინა, რითაც „ლიონმა“ ანგარიში გაათანაბრა, 82-ე წუთზე კი ეფექტური დარტყმით „ლე ავრის“ კარი თავადაც აიღო და ლიონი 3:2 დააწინაურა, შეხვედრის მიწურულს კი კიდევ ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა და ამჯერად ალმადას მისცა გოლის გატანის შესაძლებლობა.

რაც შეეხება პირველ ნახევარს, „ლიონმა“ ტაიმი 1:2 დათმო. ანგარიში 22-ე წუთზე ლაკაზეტმა გახსნა, 31-ე წუთზე ტურემ წონასწორობა აღადგინა, ტაიმის მიწურულს კი კასიმირმა ლე ავრი წინ გაიყვანა.

როგორც უკვე გითხარით, ლიონმა თამაში გიორგი მიქაუტაძის შესვლის შემდეგ დაატრიალა, ამაში კი ქართველ შემტევს უდიდესი როლი მიუძღვის.

მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ ლიგა 1-ში „ლიონის“ მაისურით 26-ე მატჩი ჩაატარა და მე-7 გოლი გაიტანა. ამასთან, მის ანგარიშზე 4 საგოლე გადაცემაცაა.

26 ტურის შემდეგ „ლიონს“ სატურნირო ცხრილშიო 45 ქულა დაუგროვდა და მე-5 პოზიციაზე იმყოფება. გიორგი მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 28 მარტს სტუმრად „სტრასბურგის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები