ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ერთი გამარჯვება ბოლო შვიდ მატჩში - კვარას გარეშე ნაპოლი ვეღარ იგებს

ნეაპოლელი ტიფოზების მორიგი იმედგაცრუება - იტალიის სერია A-ს XXIX ტურში სკუდეტოსთვის მებრძოლმა „ნაპოლიმ“ სტუმრად სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა პოზიციაზე მყოფ „ვენეციას“ გოლი ვერ გაუტანა და ნულოვანი ფრე ითამაშა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ „ინტერი“ „ატალანტას“ სტუმრად დაამარცხებს, ნეაპოლელებს სამი ქულით გაუსწრებს. მოვლენების საპირისპირო სცენარით განვითარებისა და ბერგამოელების გამარჯვების შემთხვევაში კი, პარტენოპეის ჯან პიერო გასპერინის მომზადებული გუნდი დაეწევა.

ფაქტია, რომ ანტონიო კონტეს კრებულს სერიოზული ჩავარდნა აქვს და კრიზისის ათვლის წერტილად თავისუფლად შეიძლება ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ წასვლა ჩაითვალოს. ყოველ შემთხვევაში სტატისტიკა ამაზე მეტყველებს - ბოლო შვიდი მატჩიდან „ნაპოლიმ“ მხოლოდ ერთხელ მოიგო, ოთხი ფრე ითამაშა და ორჯერ დამარცხდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ შვიდიდან მხოლოდ სამ მატჩში შეძლეს ნეაპოლელებმა ერთზე მეტი გოლის გატანა, რაც შეტევაში გაჩენილ სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს. ასე რომ, იმ ნეაპოლელი ექსპერტებისთვის, რომლებიც თვლიდნენ, რომ ხვიჩას გარეშე გუნდს არაფერი დააკლდებოდა, ეს სტატისტიკა განსჯისათვის კარგი მასალაა.

კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ თავიდანვე ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდა და ყველა ტურნირზე გამართულ 13 მატჩში მის ანგარიშზე 2 გოლი, 3 საგოლე პასი და 1 გამომუშავებული პენალტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანა: “ხვიჩას გაშვებით სწორი არჩევანი გავაკეთეთ“
მანა: “ხვიჩას გაშვებით სწორი არჩევანი გავაკეთეთ“