ცოტნე ცარციძე
Aa
Aa

ცარციძის 18 ქულა - ქართველის შედეგიანი მატჩი რუმინეთში

ამერიკის შეერთებული შტატების კოლეჯების საკალათბურთო ლიგაში მიღებული ფასდაუდებელი გამოცდილების შემდეგ, ცოტნე ცარციძემ კარიერის ევროპაში გაგრძელება გადაწყვიტა და რუმინეთის ჩემპიონატში საკმაოდ შედეგიანადაც ასპარეზობს. XXIII ტურში „პეტროლული“, რომლის ღირსებასაც ცოტნე იცავს, სტუმრად „გალაცისთან“ 4-ქულიანი სხვაობით, 75:79 დამარცხდა, დამარცხებულთა შორის კი ქართველი ლეგიონერი ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

ცარციძემ პარკეტზე გატარებულ 22 წუთში 18 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა, რითაც თანაგუნდელებს შორის მხოლოდ ალექსა იუგოვიჩს ჩამორჩა, რომლის ანგარიშზეც 21 ქულა იყო. ქართველმა მოთამაშემ ოთხიდან სამი სამქულიანი, ხუთიდან სამი ორქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. ცოტნემ სამიდან ორი მოხსნა თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და ხუთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

22 თამაშის შემდეგ 2 მოგებითა და 20 წაგებით „პეტროლული“ სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზეა და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის მცირე სათამაშო დრო - ორლანდო მინესოტასთან დამარცხდა
ბითაძის მცირე სათამაშო დრო - ორლანდო მინესოტასთან დამარცხდა