ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

აზრი არ შეუცვლია - მახაჩევს თოფურიასთან ბრძოლა ჯერ არ სურს

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის ერთ-ერთმა მენეჯერმა ზაფხულში ილია თოფურიასთან ბრძოლის ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა. მისი თქმით, დაღესტნელ მებრძოლს ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება არ შეუცვლია და ის დღემდე თვლის, რომ „ელ მატადორმა“ მასთან ჩხუბი უნდა დაიმსახუროს, რის შემდეგაც ილიასთან ოქტაგონს აუცილებლად გაიყოფს.

ამ თემასთან დაკავშირებით მახაჩევის გუნდის წევრებს მედიის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ გასაგები მიზეზების გამო დაუკავშირდნენ - რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ UFC-ის აღმასრულებელი დირექტორი დენა უაითი აქტიურად განიხილავდა 28 ივნისს, ერთდროულად ორი სუპერბრძოლის, მახაჩევი-თოფურიას და დუ პლესი-ჩიმაევის ჩანიშვნას, რაც როგორც ისლამის პოზიციიდან ირკვევა, გამორიცხულია.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქიდან მსუბუქ წონით დივიზიონში რამდენიმე კვირის წინ აინაცვლა და ქამარი ვაკანტური გახადა, რომლის მფლობელიც 12 აპრილს, ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესის ბრძოლაში გამოვლინდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია-მახაჩევი და ჩიმაევი-დუ პლესი ერთ დღეს იჩხუბებენ“ | რას ამბობს ჩიმაევის მეგობარი
„თოფურია-მახაჩევი და ჩიმაევი-დუ პლესი ერთ დღეს იჩხუბებენ“ | რას ამბობს ჩიმაევის მეგობარი