RMC SPORT: ხვიჩა მარსელთან მარცხენა ფლანგზე ითამაშებს
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. პარი სენ ჟერმენი მარსელს უმასპინძლებს.
აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით, გამოცემა RMC SPORT სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს, რომელშიც, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება.
წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელი დღეს მარსელის წინააღმდეგ, მისთვის საყვარელ მარცხენა ფლანგზე მოგვევლინება.
RMC SPORT წერს, რომ მარჯვენა ფლანგს უსმან დემბელე დაიკავებს, ხოლო ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გონსალუ რამუში მოგვევლინება.
სავარაუდო შემადგენლობა კი ასეთია:
დონარუნა, ჰაკიმი, ბერალდო, პაჩო, ერნანდესი, დუე, ვიტინია, ნევეში, დემბელე, რამუში, კვარაცხელია.
როგორც ხედავთ, RMC SPORT ვარაუდობს, რომ მარსელთან ბრედლი ბარკოლა სათადარიგოთა სკამზე იქნება. შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენისა და მარსელის დაპირისპირება, დღეს თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.