მამუკელაშვილის 10 ქულა და კარგი მატჩი - სპურსმა ნიუ ორლეანი დაამარცხა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში, სან ანტონიომ ნიუ ორლეანს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 119:115 დაამარცხა.
Saturday Night DUUUUUUUB ????@FrostBank | #ad pic.twitter.com/tkVMsCrggP
— San Antonio Spurs (@spurs) March 16, 2025
კარგი მატჩი ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, რომელმაც პარკეტზე 11 წუთი და 54 წამი გაატარა.
ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველმა კალათბურთელმა 10 ქულას, 7 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
სანდრომ 3-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და ორჯერ გამოუვიდა. 3-ქულიანი 4-ჯერ ისროლა და 2 ჩააგდო. 7 მოხსნიდან 5 საკუთარ ფარზე შეასრულა, ორი კი მეტოქის. გავლენიანმა სპორტულმა გამოცემა Sofascore-მა მას 7.1 შეფასება დაუწერა.
შეგახსენებთ, რომ 66 მატჩის შემდეგ, სპურსი დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფის საგზურისთვის იბრძვის.