დოლიძე: “შემდეგი ბრძოლა? უიტეკერი ან ადესანია!“
ლას-ვეგასში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე ოქტაგონზე ერთმანეთის წინაშე რომან დოლიძე და მარვინ ვეტორი წარსდგნენ. ბრძოლა 5 რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და „კავკასიელმა“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, რომან დოლიძემ კომენტარი გააკეთა.
დოლიძე:
„პირველ რიგში, მინდა მარვინს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ის ჩემთან ბრძოლას დათანხმდა. ეს ჩემთვის დიდი და მნიშვნელოვანი ტესტი იყო. ბრძოლა 5 რაუნდი გაგრძელდა, მე უმაღლეს დონეზე ვარ. რაც არ უნდა მომხდარიყო, ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ეს ბრძოლა ჩემთვის მენტალურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ყველას დავანახე, რომ 5 რაუნდის განმავლობაში დაუღალავად შემიძლია ვიბრძოლო.
პირველი ბრძოლისგან განსხვავებით, ახლა უფრო მზად ვიყავი. ჩემს აგრესიას ვაკონტროლებდი. ეს ჩემთვის გადამწყვეტი მომენტი იყო. ვფიქრობ, დავიმსახურე, რომ ჩემი შემდეგი მოწინააღმდეგე ტოპ 5-დან იყოს. ორი რეალური მოწინააღმდეგე მოჩანს. რობერტ უიტეკერი ან ადესანია!! მომეცით მათთან ბრძოლა, სხვა არაფერი მჭირდება. მე შემიძლია 5 დღის შემდეგ ვიბრძოლო! მხოლოდ ცოტა დრო მჭირდება, რომ წონა ჩავაბარო.“
შეგახსენებთ, რომ ვეტორი საშუალო წონის რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს. დღევანდელ დღემდე დოლიძე მე-12 პოზიციაზე იყო, ხოლო ამ გამარჯვების შემდეგ, ქართველი ტოპ 10-ში შევა.