რევანში შედგა - რომან დოლიძემ ვეტორი დაამარცხა
ლას-ვეგასში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე ოქტაგონზე ერთმანეთის წინაშე რომან დოლიძე და მარვინ ვეტორი წარსდგნენ.
ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და 5 რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა. საწყის რაუნდებში ორივე მებრძოლი აქტიურობდა, თუმცა ბოლო ორი რაუნდი „კავკასიელის“ უპირატესობით წარიმართა.
აშკარა იყო, რომ ვეტორის დაღლილობა დაეტყო, რითიც დოლიძე სარგებლობდა და ეს ყველაფერი საბოლოო შედეგზე აისახა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, ისიც ნათლად გამოჩნდა, რომ ვეტორი გახარებული არ იყო და დოლიძე პირიქით, გამარჯვებას აღნიშნავდა. საბოლოოდ, რომანმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ვეტორი საშუალო წონის რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს. დღევანდელ დღემდე დოლიძე მე-12 პოზიციაზე იყო, ხოლო ამ გამარჯვების შემდეგ, ქართველი ტოპ 10-ში შევა.