გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდას მაგარი მატჩი ჟირონასთან - ღამურებმა კატალონიიდან ქულა წამოიღეს

ლა ლიგის 28-ე ტურში „ვალენსია“, რომლის კარსაც საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იცავს, გასვლაზე „ჟირონას“ დაუპირისპირდა და ფრეს (1:1) დასჯერდა.

პირველ ტაიმში გუნდებმა რეალური საგოლე მომენტები ვერ შექმნეს, თითო ჯერ ორივე გუნდის ფეხბურთელები 11-მეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა, მსაჯების შეფასებით, არც უმარ სადიქის და არც არნო დანჯუმას წინააღმდეგ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. 58-ე წუთზე ფულკიეს პასის შემდეგ დიეგო ლოპესმა „ღამურები“ დააწინაურა. 64-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა კრისტიან სტუანიმ ულამაზესი თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

გოლები:

რაც შეეხება მამარდაშვილს, პირველ ტაიმში მას ბევრი საქმე არ ჰქონია: მას ერთხელ მოუწია კარიდან გამოსვლა, როცა ივან მარტინს მასთან პირისპირ დარჩენის საშუალება არ მისცა, თუმცა შემდეგ მსაჯის ასისტენტმა ამ ეპიზოდში თამაშგარე დააფიქსირა. მეორე ტაიმში არნაუ მარტინესის თავური დარტყმის შემდეგ მამარდაშვილმა შესანიშნავი რეაქცია აჩვენა და „ღამურები“ გაშვებულ გოლს გადაარჩინა.

ქართველმა მეკარემ Sofascore-ისგან 7,0-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 3 მოგერიება, 29 შეხება ბურთთან, 20-დან 11 ზუსტი პასი (55%) და 11-დან 2 ზუსტი გრძელი პასი. 

მამარდას საუკეთესო მომენტები:

28 მატჩის შემდეგ „ღამურებს“ 28 ქულა აქვთ - ამ დროისთვის მამარდას გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილზეა.

მამარდაშვილი უახლოეს დღეებში საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, „ვალენსია“ მომდევნო მატჩს კი სანაკრებო პაუზის შემდეგ 30 მარტს, შინ, „მალიორკას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
10-კაციანი უოტფორდი ოქსფორდთან დამარცხდა | ჩაკვეტაძე 84-ე წუთზე შეცვალეს
10-კაციანი უოტფორდი ოქსფორდთან დამარცხდა | ჩაკვეტაძე 84-ე წუთზე შეცვალეს