ლაშა გურული
Aa
Aa

წარმატებული დებიუტი პროფესიონალურ კრივში | ლაშა გურულმა ბერნარდ აბეი დაამარცხა

ლაშა გურულმა პროფესიონალურ კრივში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო - რუსთავის სპორტის სასახლეში გამართულ Smartlab boxing promotion-ის ღონისძიებაზე გურულის მეტოქე განელი ბერნარდ აბეი იყო. 

აბეის აქამდე ხუთი ჩატარებული ბრძოლიდან ხუთივე ჰქონდა მოგებული, დღევანდელი დაპირისპირების პირველ ორ რაუნდში ის გურულზე უკეთესად გამოიყურებოდა, თუმცა მესამე რაუნდიდან ქართველმა მოკრივემ ინიციატივა საკუთარ ხელში აიღო და ბრძოლა დამაჯერებლად, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ლაშა გურულმა 2024 წლის ზაფხულში, პარიზის ოლიმპიადაზე კრივში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რის შემდეგაც პროფესიონალურ კრივში ასპარეზობის გადაწყვეტილება მიიღო.

ფოტო: რუსთავის სპორტის განვითარების ცენტრი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
WBO-მ უსიკს პარკერთან ჩხუბი დაავალდებულა
WBO-მ უსიკს პარკერთან ჩხუბი დაავალდებულა