ტორპედო, პაატა ღუდუშაური, ირაკლი ბუღრიძე, დირკ შუსტერი
Aa
Aa

ტორპედო ზედიზედ მესამედ დამარცხდა | ბუღრიძის და ღუდუშაურის ბრწყინვალე გოლები

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურში დირკ შუსტერის გაწვრთნილი ქუთაისის „ტორპედო’’ შინ გორის „დილასთან’’ 1:2 დამარცხდა.

მე-15 წუთზე ჯან-მარკ ტიბუეს საგოლე პასის შემდეგ ირაკლი ბუღრიძემ შესანიშნავი დარტყმით ანგარიში გახსნა, მე-17 წუთზე პაატა ღუდუშაურმა ულამაზესი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 86-ე წუთზე ბუღრიძის საგოლე პასით იბრაჰიმა დრამემ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. ამ მომენტში „ტორპედოს'' გამოცდილი მცველი სოლომონ კვერკველია და მეკარე ფილიპ კლიაიჩი შეცდნენ.

 

ამ მატჩში ბუღრიძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მის აქტივში 2 საგოლე მოქმედებაა. ირაკლიმ გოლი „დილას'' მეკარე დავით კერესელიძეს მიუძღვნა, რომელიც მატჩის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. „დილამ'' ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: „დღევანდელი მატჩის დაწყებამდე ჩვენი კლუბის მეკარე დავით კერესელიძემ თავი შეუძლოდ იგრძნო და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. მას ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა გამომწვევი მიზეზების დასადგენად. ამჟამად დავითის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. იგი ცხოვრების ჩვეულ რიტმსა და საწვრთნელ პროცესს მალე დაუბრუნდება''.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ქუთაისის „ტორპედო’’ ფინანსურად ყველაზე ძლიერი კლუბია, თუმცა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, პირველ ტურში „გაგრას’’ მოუგო და შემდეგ ზედიზედ სამი მატჩი დათმო, ჩემპიონ „იბერიასთან’’, „თელავთან’’ და გორის „დილასთან’’. მოკლედ, „ტორპედო’’ კრიზისში შედის და თუ ვითარება დროულად არ შეიცვლება, მთავარი მწვრთნელის ცვლილება მოსალოდნელია. მომდევნო ტურში, 28 მარტს „ტორპედო'' ბათუმის „დინამოს'' ესტუმრება.

რაც შეეხება გორის „დილას'', 3-დან 1 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1 დათმო. შემდეგ ტურში, 28 მარტს „თელავს'' მიიღებს.

მასალაში გამოყენებულია „დილას'' პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შალკე 17 წლის ქართველი ტალანტით დაინტერესდა - ჩიქოვანი გელზენკირხენშია
შალკე 17 წლის ქართველი ტალანტით დაინტერესდა - ჩიქოვანი გელზენკირხენშია