გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

„ისეთი თვისებები აქვს, რომელიც ძალიან გვჭირდება“ | ფროზინონეს თავკაცი კვერნაძეზე

„ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო ბიანკომ „ბრეშასთან“ მოგებულ მატჩზე და გუნდის ქართველ ფორვარდზე, გიორგი კვერნაძეზე ისაუბრა.

ფაბიო ბიანკო:

„ჩავთვალე, რომ დღეს კვერნაძე და ღეჯემისი ძირითადში უნდა ყოფილიყვნენ, ამავე დროს, პარტიპილო დავასვენე, რომელმაც „კარარეზესთან“ სიცხით ითამაშა. ჩვენ გვჭირდება ისეთი თვისებების მქონე ფეხბურთელები, როგორებიც კვერნაძე და ღეჯემისი არიან, და უკეთესად უნდა გამოვიყენოთ მათი შესაძლებლობები.

პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ ახალგაზრდა გუნდისთვის ეს სავსებით ნორმალურია, თუმცა მეორე ტაიმში სოლიდურად ვითამაშეთ და 3 ქულა მოვიპოვეთ.

მინდა, რომ ფორვარდებმა უფრო ხშირად დაარტყან კარში, მაგრამ ამისთვის სწორი დრო უნდა შეარჩიონ. ბოლო 4 თამაში კარგად ჩავატარეთ, თუმცა წინ კიდევ არაერთი მატჩი გვაქვს - ტემპი არ უნდა დავაგდოთ“.

ცნობისთვის, კვერნაძემ „ბრეშასთან“ მატჩში ანგარიში გახსნა - სერია ბ-ს მიმდინარე გათამაშებაში მას 25 მატჩში 3 გოლი და 2 ასისტი დაუგროვდა.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      აქვე გეტყვით, რომ „ფროზინონე“ 30 მატჩის შემდეგ 33 ქულით სატურნირო ცხრილის მე-12 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კვერნაძის გუნდი 29 მარტს სტუმრად, „სამპდორიას“ წინააღმდეგ გამართავს.

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      10-კაციანი უოტფორდი ოქსფორდთან დამარცხდა | ჩაკვეტაძე 84-ე წუთზე შეცვალეს
      10-კაციანი უოტფორდი ოქსფორდთან დამარცხდა | ჩაკვეტაძე 84-ე წუთზე შეცვალეს