“გაბრაზებულები ვართ“ - სიმეონე ბარსელონასთან მატჩის წინ
ლა ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მადრიდის ატლეტიკო კატალონიის ბარსელონას უმასპინძლებს. მატჩის წინ, როხიბლანკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
სიმეონე:
„ამჯერად არის სიტუაცია, რომელიც ჩემს გაბრაზებას იმსახურებს. ჩვენ გაბრაზებულები და იმედგაცრუებულები ვართ. ამას ღიად გამოვხატავთ. მიუხედავად ამისა, მე მაქვს ძალა, რომ მუშაობა გავაგრძელო. ჩემი ხალხის მესმის. ისინი ძალიან გაბრაზებულები არიან. წინა მატჩზე მეტი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. მოდით შემდეგ თამაშზე გავამახვილოთ ყურადღება. ჩვენ დიდ გუნდთან დიდი შანსი გვაქვს. ლა ლიგისთვის ბრძოლის გაგრძელება გვსურს.
ვუპირისპირდებით ძალიან კარგ გუნდს, რომელიც მიმდინარე სეზონში დიდებულ ფორმაშია და გასულ კვირაში თავი კარგად კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. ვფიქრობ, ხვალინდელი შედეგი ბევრ რამეს განსაზღვრავს. ჩვენი გულშემატკივრების იმედი მაქვს, რადგან ისინი ყოველთვის აქ არიან და უდიდეს ძალას გვაძლევენ."
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის სატურნირო ცხრილი საკმაოდ დაძაბულია. ბარსელონას და რეალს 57-57 ქულა აქვთ, ხოლო ატლეტიკოს 56, თუმცა ბლაუგრანას ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ბარსას და ატლეტიკოს დაპირისპირება 16 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:59-დან დაიწყება.