“ალვარესის გამო ვწუხვარ“ - ფლიკი ატლეტიკოსთან მატჩის წინ
ლა ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მადრიდის ატლეტიკო კატალონიის ბარსელონას უმასპინძლებს. მატჩის წინ, ბლაუგრანას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ფლიკი:
„ბარსელონა ძალიან კონცენტრირებულია. რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ. უნდა ვთქვა, რომ ატლეტიკო ფანტასტიკური გუნდია. მათ არ ჰყავთ მხოლოდ 11 მოთამაშე. ისინი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები არიან და კოლექტიურად ყოველთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენ.
ხულიან ალვარესის გამო ძალიან ვწუხვარ, ის დიდებული ფეხბურთელი და ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. მეტს ამაზე არ ვისაუბრებ, რადგან ჩემი გადასაწყვეტი არაფერია. ატლეტიკოსთან უკვე 2 მატჩი გვქონდა და ვფიქრობ, პირველ რიგში კონცენტრაცია გვმართებს.
ვინ მოიგებს ლა ლიგას? წინ ბევრი მატჩია დარჩენილი. ატლეტიკოსთან გამარჯვება მეტ თავდაჯერებულობას მოგვცემს. საერთო ჯამში სეზონით და ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ. კარგ პოზიციაში ვიმყოფებით და უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს.“
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის სატურნირო ცხრილი საკმაოდ დაძაბულია. ბარსელონას და რეალს 57-57 ქულა აქვთ, ხოლო ატლეტიკოს 56, თუმცა ბლაუგრანას ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ბარსას და ატლეტიკოს დაპირისპირება 16 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:59-დან დაიწყება.