ლივერპული, ვირჯილ ვან დაიკი
Aa
Aa

ვან დაიკი შეიძლბა წავიდეს - ლივერპულს მისი შეცვლის 3 ვარიანტი აქვს

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, შესაძლოა ვირჯილ ვან დაიკმა ლივერპული დატოვოს. 33 წლის ნიდერლანდელს მერსისაიდულ გრანდთან კონტრაქტი ეწურება და ჯერჯერობით ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

გერმანული ავტორიტეტული გამოცემის BILD-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი ვან დაიკის სავარაუდო შემცვლელებზე წერს და 3 კანდიდატს ასახელებს.

ფალკის თქმით, უპირველესი კანდიდატი დორტმუნდის უკანახაზელი ნიკო შლოტერბეკია. გერმანელის პლუსად ის ითვლება, რომ ის მარცხენა ფეხით თამაშობს და თანამედროვე ფეხბურთში მარცხენა ფეხით მოთამაშე ცენტრალური მცველი საკმაოდ ცოტაა.

მეორე კანდიდატი კრისტალ პალასის მცველი მარკ გეჰია, რომელიც მრავალი წელია პრემიერ ლიგაში თამაშობს და გამოცდილებაც დააგროვა. 24 წლის კოტ დ’იუვარელის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი ევროა.

იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული 2 ტრანსფერიდან არცერთი არ განხორციელდება, არნე სლოტის გუნდი ბერძენი კონსტანტინოს კულიერაკისის ვარიანტზე გადაერთვება, რომელიც სამეულში ყველაზე იაფი ღირს. მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევრომდე მერყეობს. ამ მომენტისთვის, ის ვოლფსბურგის ღირსებას იცავს.

შეგახსენებთ, რომ ვან დაიკი მერსისაიდულ გრანდს 2018 წელს შეუერთდა. 2018 წლიდან დღემდე, ყველა ტურნირზე ერთად ლივერპულის მაისური 310-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“იქ დღემდე ყველას ვუყვარვარ“ - ხამესი თავის მადრიდულ კარიერაზე
“იქ დღემდე ყველას ვუყვარვარ“ - ხამესი თავის მადრიდულ კარიერაზე