ლუის ენრიკე
Aa
Aa

ლუის ენრიკე: ამჟამად მენტალურად ნებისმიერი მატჩისთვის ვართ მზად

ლუის ენრიკემ კვირას „მარსელთან“ გასამართი მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა.

„არა არ მიტირია, მაგრამ ემოციები წარმოუდგენელი იყო. ეს დიდი ჯილდოა. სეზონის განმავლობაში გამძლეობაზე, მენტალობაზე ხშირად ვსაუბრობდი. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამჟამად ნებისმიერი მატჩის მზადყოფნის მენტალიტეტი გვაქვს. ჩვენი გულშემატკივრები მუდმივად მღერიან, ჩვენ ნამდვილი გუნდი ვართ.

ენფილდზე გამარჯვება დიდებული იყო. მე მაინც ვამბობ, რომ ლივერპული ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. თუ, გოლის xG-ის გადავხედავთ, ვფიქრობ, ორივე შეხვედრა ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარეთ. ორივე გუნდი ძლიერად გამოიყურებოდა. ეს ყველაფერი პოზიტიური თვალსაზრისით ძალიან გვაძლიერებს.

რაც შეეხება მარსელთან მატჩს ეს კლასიკაა. ამ შეხვედრისთვის მზად უნდა ვიყოთ და ჩვენი რეალური დონე ვანახოთ. მოტივაციის ნაკლებობა არ გვექნება. სტადიონზე დიდებული ატმოსფერო იქნება.

ამ შეხვედრას სატურნირო ცხრილის მდგომარეობასთან საერთო არაფერი აქვს. ეს ისტორიული მეტოქეობაა. წარმოუდგენელია ლა ლიგა რეალი ბარსელონას გარეშე. ასევე ლიგა 1 პსჟ მარსელის გარეშე. სასიამოვნოა მსგავს შეხვედრებში მონაწილეობის მიღება. ეს კარგ წვეულებაზე წასვლას ჰგავს.

გრძელი და დამღლელი კვირა გვქონდა, თუმცა გუნდი მზადაა და ნებისმიერი თერთმეტეულის შერჩევა შემიძლია, მაგრამ გეგმას გავყვები და როტაციას მივმართავ.

ასტონ ვილა? ამ გუნდს კარგად ვიცნობ, მათ ბევრ თამაშს ვუყურე. ეს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. უნაი ემერის დიდი ხანია ვიცნობ, მისი ანალიტიკური ცოდნის სიღრმე ვიცი. ის იქნება ერთ-ერთი იმ მწვრთნელთაგანი, რომელიც ყველაზე მეტ პრობლემას შეგვიქმნის“.

პსჟ „მარსელის“ მატჩი კვირას 23:45-ზე დაიწყება. სატურნირო ცხრილში პარიზელები მათ უახლოეს მდევარ „მარსელს“ 16 ქულით უსწრებენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Kicker: მოსალოდნელია, რომ ბუდუ კილის წინააღმდეგაც გაიტანს
Kicker: მოსალოდნელია, რომ ბუდუ კილის წინააღმდეგაც გაიტანს