ილია თოფურია, ხამზატ ჩიმაევი, ისლამ მახაჩევი, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

„თოფურია-მახაჩევი და ჩიმაევი-დუ პლესი ერთ დღეს იჩხუბებენ“ | რას ამბობს ჩიმაევის მეგობარი

UFC-ის საშუალო წონის მებრძოლის, ხამზატ ჩიმაევის მეგობარმა, რასულ შამსუტდინოვმა განაცხადა, რომ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის ჩხუბის თარიღი ძალიან მალე გაოფიციალურდება.

„თოფურია და მახაჩევი იმავე დღეს იბრძოლებენ, როცა ხამზატ ჩიმაევი დრიკუს დუ პლესის დაუპირისპირდება. ეს ივნისში იქნება, მოემზადეთ. ორი სატიტულო ჩხუბი ერთ დღეს - ეს მიმდინარე წელს UFC-ის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება. ჯერჯერობით ეს არაოფიციალური ინფორმაციაა, მაგრამ ყველაფერი ძალიან მალე დაანონსდება“, - განაცხადა შამსუტდინოვმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

ცნობისთვის, ჩიმაევი ამ დროისთვის საშუალო წონის რეიტინგში მესამე ადგილზეა, დუ პლესიმ კი 8 თებერვალს ქამარი შონ სტრიკლენდთან ჩხუბში დაიცვა.

რაც შეეხება თოფურიას, „ელ მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული ვაკანტური გახადა და კარიერას მსუბუქ წონაში გააგრძელებს.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება „ელ მატადორის“ შემდეგი მეტოქე, მაგრამ მედიაში აქტიურად იწერება მასსა და მსუბუქი წონის ჩემპიონს, ისლამ მახაჩევს შორის პოტენციურ ჩხუბზე.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მსუბუქ წონაში ბევრს მიაღწევს“ - დიეგო ლოპესი თოფურიაზე
„მსუბუქ წონაში ბევრს მიაღწევს“ - დიეგო ლოპესი თოფურიაზე