ნიკა კაჭარავა
Aa
Aa

კიდევ ერთი დაბრუნება - კაჭარავა გაგრას შეუერთდა

Crystalbet ეროვნულ ლიგაში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაბრუნდა - 31 წლის ნიკა კაჭარავა „გაგრას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და სავარაუდოდ, წლევანდელი სეზონის ბოლომდე ამ გუნდის ღირსებას დაიცავს. უნდა აღინიშნოს, რომ გაგრელებმა საკმაოდ სერიოზული შევსება მიიღეს, რადგან ნიკას მისვლამდე მათ ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი წევრი თორნიკე ოქრიაშვილი შეუერთდათ.

კაჭარავა ბოლოს კვიპროსის მეორე ლიგაში „სპარტაკუსის“ ღირსებას იცავდა, სადაც 7 შეხვედრაში თავი 2 გოლით გამოიჩინა. კარიერის მანძილზე კი მას ცხინვალის „სპარტაკში“, „როსტოვში“, „ეთნიკოსში“, „კორონაში“, „ანორთოსისში“, „ლეხში“, „დრაგონსში“, „ტორპედოსა“ და „პანევეჟისში“ უასპარეზია. საქართველოს ეროვნულ გუნდში გამართულ 24 მატჩში, საიდანაც ძირითადში 11 დაიწყო, მის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე პასია.

„გაგრამ“ Crystalbet ლიგის წლევანდელი გათამაშება საკმაოდ მძიმედ დაიწყო - გიორგი ონიანის მომზადებულმა გუნდმა საკუთარ სტადიონზე „ტორპედოსთან“ (1:2) წააგო და „დილასთან“ (0:0) ფრე ითამაშა, რასაც სტუმრად „დინამო ბათუმთან“ (1:2) მარცხი მოჰყვა. კაჭარავას დებიუტი ახალი გუნდის შემადგენლობაში სავარაუდოდ ხვალ, „სამგურალთან“ საშინაო მატჩში შედგება, რომელიც „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანკავა და გვილია დაბრუნდნენ - დინამო თბილისმა კოლხეთთან ვერ მოიგო, ბათუმმა და იბერიამ გაიმარჯვეს
კანკავა და გვილია დაბრუნდნენ - დინამო თბილისმა კოლხეთთან ვერ მოიგო, ბათუმმა და იბერიამ გაიმარჯვეს