„სოციალურ ქსელში აღარაფერს ვკითხულობ“ - იამალი ივნისში გააბრაზეს
მიმდინარე სეზონში „ბარსელონა“ რომ ერთბაშად სამი ტურნირის მოსაგებად იბრძვის, ამაში ლამინ იამალს უდიდესი წვლილი მიუძღვის. 17 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ყველა ტურნირზე გამართულ 37 შეხვედრაში უკვე 12 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა, რაც მართლაც დიდებული შედეგია.
რამდენად ხშირად ეცნობა სოციალურ ქსელში მასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს და აღიზიანებს თუ არა ეს ყველაფერი, ამის თაობაზე იამალმა ერთ-ერთი სპორტული მედიის წარმომადგენელს საინტერესო პასუხი გასცა.
ლამინ იამალი
ჩემთვის სადებიუტო, შარშანდელ სეზონში სოციალურ ქსელში თითქმის ყველაფერს ვეცნობოდი. თუმცა, ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ, დაწერეს, რომ ჩემი, ნიკო უილიამსის, აიმერიკ ლაპორტის და რობინ ლე ნორმანის ესპანელობა გამოგონილი ამბავი იყო, რამაც ძალიან გამაბრაზა და გადავწყვიტე Instagram-ზე, Facebook-სა და Twitter-ზე აღარაფერი წამეკითხა.
როდესაც შენზე კარგს ლაპარაკობენ, 90 პროცენტი ეს იმ გუნდის გულშემატკივარია, სადაც თამაშობ. თუ ცუდს ამბობენ, ესენი უკვე მოწინააღმდეგეების ფანები არიან. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს რას ფიქრობენ მასზე მწვრთნელი, კაპიტანი, ოჯახის წევრები და ის ადამიანები, რომელთაც რეალურად სურთ, რომ წარმატებული იყო.
შეგახსენებთ, რომ „ბენფიკასთან“ (4:1) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში 17 წლისა და 241 დღის იამალი გახდა ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ერთ მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა.