დიეგო ლოპესი
Aa
Aa

„მსუბუქ წონაში ბევრს მიაღწევს“ - დიეგო ლოპესი თოფურიაზე

რამდენიმე კვირაში დიეგო ლოპესი რომ ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს, ეს პირველ რიგში ილია თოფურიას დამსახურებაა. „ელ მატადორმა“ ქამარი ვაკანტური გახადა, მსუბუქ წონით დივიზიონში აინაცვლა და ახლა მისი ჯილდოსთვის ლოპესი UFC-ის ავსტრალიელ ლეგენდას ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. ბრძოლისთვის მზადების პროცესის პარალელურად, ბრაზილიელი საკუთარ მოსაზრებებს აქტიურად გამოთქვამს და ბოლოს მან კომენტარი „ელ მატადორის“ გადაწყვეტილებაზეც გააკეთა.

რას ამბობს დიეგო ლოპესი

ვფიქრობ, რომ ილია თოფურია მსუბუქ წონით დივიზიონში ბევრს მიაღწევს, რადგან ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და საამისოდ უამრავი დრო ექნება. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გავხდები და როდესაც ილიას უკან დაბრუნება მოუნდება, პირველ რიგში მე დამიპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ საჩემპიონო ორთაბრძოლას ლოპესი 13 აპრილს გამართავს და მისი მეტოქე ალექსანდრ ვოლკანოვსკი იქნება. ვეტერანი ავსტრალიელი ჯერ ისლამ მახაჩევისგან, შემდეგ კი ილია თოფურიასგან დანოკაუტების შემდეგ, ქამარის დაბრუნებას შეეცდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხამზატს ვერავინ შეაჩერებს, ის ჩემპიონი აუცილებლად გახდება“ | გურამ ქუთათელაძე
„ხამზატს ვერავინ შეაჩერებს, ის ჩემპიონი აუცილებლად გახდება“ | გურამ ქუთათელაძე