კილიან მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

მათი დუეტისგან მეტს ელოდნენ - კითხვები ვინისიუსი-მბაპეზე

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან მოედანზე ვინისიუს ჟუნიორისა და კილიან მბაპეს პროდუქტიულობით, რის გამოც მთავარი მწვრთნელისგან, კარლო ანჩელოტის რაიმე ახალი ტაქტიკური სქემის მოფიქრებას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაცია Relevo-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ცალ-ცალკე მიმდინარე სეზონში მარგი ქმედების კოეფიციენტი არც ერთ მათგანს დაეწუნება, მაგრამ როდესაც მოედანზე ერთად არიან, უმაღლეს დონეზე ხან მხოლოდ ერთი მათგანი თამაშობს, ხან კი - არც ერთი.

ანჩელოტი მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ მატჩების დროს ფეხბურთელების ურთიერთგაგება გაიზარდოს, ისინი ერთმანეთთან მოედანს მიღმაც უნდა ახლოს იყვნენ, ბრაზილიელისა და ფრანგის შემთხვევაში კი, მსგავსი არაფერი ხდება. მბაპესა და ვინისიუსს ნორმალური დამოკიდებულება აქვთ, თუმცა არა მეგობრული. დაძაბულობა გაზარდა იმ ფაქტმაც, რომ „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში ვინიმ კილიანს 11-მეტრიანის შესრულება არ დაუთმო, მისი დარტყმა კი კარს დიდი მანძილით ასცდა. გარდა ამისა, ბრაზილიელი თვლის, რომ მბაპეს მასზე დიდი ხელფასი არ უნდა ჰქონდეს და ამის გამო დიდი ხანია კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება.

დღეს, ესპანეთის ლა ლიგის მორიგ ტურში „რეალი“ სტუმრად „ვილიარეალთან“ ითამაშებს. სამეფო კლუბი 57 ქულით მეორე ადგილზეა და „ბარსელონას“ მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება, თუმცა კატალონიელებს კასტილიელებთან შედარებით მატჩით ნაკლები აქვთ გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რიჩარდსი: დღევანდელი პსჟ მესი-ნეიმარი-მბაპეს გუნდს ყველაფერში სჯობს
რიჩარდსი: დღევანდელი პსჟ მესი-ნეიმარი-მბაპეს გუნდს ყველაფერში სჯობს