ვესტ ჰემი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ვესტ ჰემი მიქაუტაძით ინტერესდება და სოლიდურ თანხასაც იხდის

გიორგი მიქაუტაძის მიმართ სატრანსფერო ბაზარზე ინტერესი ყოველთვის ჭარბად იყო, თუმცა ამჯერად „ლიონში“ მისი სტაბილური პროგრესი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ევროპა ლიგაზე ბრწყინვალე თამაშით გაგრძელდა - ქართველ ფორვარდს ზაფხულისთვის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ცხრიანად აქცევს.

Fichajes-ის, რომელიც სატრანსფერო სიახლეების გავრცელებით გამოირჩევა, ჟორჟზე წერს, რომ მის მიმართ ინტერესი ინგლისიდან არის და ზაფხულში შესაძლოა მიქაუტაძე პრემიერლიგაში ვიხილოთ.

საუბარია „ვესტ ჰემზე“, რომელიც მზადაა მიქაუტაძის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს შეელიოს. ეს თანხა სოლიდურია, თუმცა ჟორჟის პროგრესის ფონზე, სეზონის ბოლოს მოსალოდნელია, რომ ფრანგული კლუბი მეტს მოითხოვს, მაგრამ ინგლისური კლუბებისთვის როგორც წესი ფინანსური მხარე პრობლემა არასდროს ყოფილა.

წყარო აღნიშნავს, რომ ინგლისიდან „ვესტ ჰემი“ ერთადერთი გუნდი არ არის, რომელიც მიქაუტაძით ინტერესდება, მაგრამ ამჟამად ყველაზე დიდ ინტერესს იჩენენ. „ჩაქუჩები“ საქართველოს ნაკრების ფორვარდს უნივერსალ შემტევად მიიჩნევენ და მასში ეს თვისება ყველაზე მეტად მოსწონთ.

საბოლოო სიტყვა მაინც „ლიონზე“ იქნება, რადგან მიქაუტაძის კონტრაქტი ძალაში 2028 წლამდეა და როგორც მინიმუმ 2026-ის ზაფხულამდე სატრანსფერო თანხის ოდენობას ფრანგული კლუბი დააზუსტებს.

აქვე გეტყვით, რომ მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 36 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შალკე 17 წლის ქართველი ტალანტით დაინტერესდა - ჩიქოვანი გელზენკირხენშია
შალკე 17 წლის ქართველი ტალანტით დაინტერესდა - ჩიქოვანი გელზენკირხენშია