კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

პირდაპირ გასახდელში ჩავიდა - რონალდუს საჯარო პროტესტი

საუდის არაბეთის საფეხბურთო ჩემპიონატში კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში პოზიციები განიმტკიცა, თუმცა შეხვედრის დამთავრების შემდეგ, 40 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი მაინც უკმაყოფილო იყო. „ალ ნასრის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ის 61-ე წუთზე შეცვალა, რის გამოც რონალდუმ პროტესტი საჯაროდ გამოთქვა და გასახდელში ისე ჩავიდა, რომ მატჩის დასრულებას აღარც დაელოდა.

რონალდუმ „ალ-ხოლუდთან“ საშინაო მატჩში ანგარიში გახსნა და ეს გოლი მისთვის მიმდინარე ჩემპიონატში მე-19, კარიერაში კი 928-ე გამოდგა. შედეგად, პრო ლიგის ბომბარდირთა დავაში კრიშტიანუმ „შაბაბის“ მაროკოელ ლეგიონერ აბდურაზაკ ჰამედ-ალაჰს - 2, ხოლო კარიმ ბენზემას (ალ-ტიჰადი), მარკოს ლეონარდოსა (ალ-ჰილალი) და აიევ ტოუნის (ალ-აჰლი) 3 ბურთით გაასწრო.

ცნობისათვის, „ალ-ნასრის“ იტალიელმა დამრიგებელმა 40 წლის რონალდუ უკანასკნელი შვიდი მატჩიდან ოთხში შეცვალა, საჯარო პროტესტი კი ამის გამო პორტუგალიელმა გუშინ პირველად გამოთქვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვან დერ ვაარტი: “რონალდუზე უკეთესი ტექნიკა მქონდა“
ვან დერ ვაარტი: “რონალდუზე უკეთესი ტექნიკა მქონდა“