სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

სამქულიანები, მოხსნები და დაფარებები - მამუკელაშვილის 13 ქულა შარლოტთან

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. „სან ანტონიოს“ სამწვრთნელო შტაბმა 25 წლის ქართველ მძიმე ფორვარდს ამჯერად გარკვეული სათამაშო დრო მისცა და ბოძებული შანსი „მამუმ“ სათანადოდ გამოიყენა. მართალია, „სპურსი“ საკუთარ დარბაზში „შარლოტ ჰორნეტსთან“ (134:145) 11-ქულიანი სხვაობით დამარცხდა, მაგრამ ამაში ყველაზე ნაკლები ბრალი ქართველ ლეგიონერს მიუძღვის.

პარკეტზე გატარებულ 17 წუთში მამუკელაშვილმა 13 ქულა, 3 მოხსნა, 2 დაფარება, 2 ჩაჭრა და 1 ასისტი დააგროვა. მან შვიდიდან სამი სამქულიანი და ხუთიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი არც ერთხელ არ უსვრია. სამივე მოხსნა თავდასხმაში შეასრულა, ბურთი არც ერთხელ არ დაუკარგავს და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ამ მარცხის შემდეგ, „სან ანტონიოს“ 27 მოგება და 38 წაგება დაუგროვდა, რის შემდეგაც დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეცამეტე ადგილზე დაქვეითდა. მომდევნო შეხვედრას სანდრო და მისი თანაგუნდელები „ნიუ ორლეანთან“ გამართავენ, რომელიც ხვალ დილით, თბილისის დროით 04:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბურჯანაძე მოხსნებში საუკეთესო იყო | ლეიმას მარცხი მანრესასთან
ბურჯანაძე მოხსნებში საუკეთესო იყო | ლეიმას მარცხი მანრესასთან