წონა ჩაბარებულია | დოლიძე და ვეტორი ოქტაგონზე გასასვლელად მზად არიან
UFC-ის მომდევნო ღონისძიება ლას-ვეგასში გაიმართება და ოქტაგონზე ქართველ მებრძოლს, რომან დოლიძეს ვიხილავთ. „კავკასიელი“ რევანშის აღებას შეეცდება და მარვინ ვეტორის დაუპირისპირდება, რომელთანაც 2023 წელს, მსაჯების ძალიან საკამათო გადაწყვეტილებით დამარცხდა.
ტრადიციულად, ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, აწონვების ცერემონია გაიმართა. დოლიძემ და ვეტორიმ წონა ჩააბარეს და ერთნაირი რიცხვები დააფიქსირეს - 84.3 კილოგრამი. წონა ჩააგდო თანამთავარი მოვლენის მონაწილე ჩიდი ნჯოკუანიმ, რომელიც ლიმიტს 600 გრამით გადასცდა.
View this post on Instagram
ცნობისთვის, ვეტორის კარიერაში 19 მოგება და 7 მარცხი აქვს და ყველა ჯერზე მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო. იტალიელი საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში იმყოფება და მერვე ადგილს იკავებს, „კავკასიელი“ კი მე-12 გახლავთ.