პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

ჩვენი ადგილი იქ არ იყო - გუარდიოლა ლიგის პლეი ოფზე

ინგლისის პრემიერ ლიგის მსგავსად, მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგაშიც არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, რის გამოც სხვა გრანდების მსგავსად, მერვედფინალის საგზური პირდაპირ ვერ მოიპოვა და პლეი ოფისთვის ბრძოლა გადათამაშებიდან მოუწია. თუმცა, დადებით შედეგს ვერც იქ მიაღწია და ორი მატჩის ჯამში მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა. მიუხედავად ამისა, „ქალაქელების“ მთავარი მწვრთნელი ობიექტურ აზროვნებას არ კარგავს და თვლის, რომ მისი გუნდის გავარდნა სრულიად ლოგიკური იყო.

პეპ გუარდიოლა

არანაირ სინანულსა და იმედგაცრუებას არ ვგრძნობ ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევად გამოთიშვის გამო - მერწმუნეთ, ჩვენ არსებული სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, პლეი ოფში გასვლას არ ვიმსახურებდით.

ახლა ვზივარ სახლში და ვტკბები იმ ფანტასტიური მატჩებით, რომელიც „პარკ დე პრენსსა“ და „ენფილდ როუდზე“ „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ლივერპულს“ შორის გაიმართა. მოვიხიბლე მადრიდული გრანდების ნამდვილი ომით, „ბარსელონას“ საოცრად სტაბილური ასპარეზობით, რომელსაც მთელი სეზონი აჩვენებს.

ყოველივე ამის ფონზე, ვერ ვიტყვი, რომ წლევანდელი ფორმაციის „სიტი“ ამ გუნდებს შორის ყოფნას იმსახურებდა. ჩვენ უნდა ვისხდეთ სახლში და მათ თამაშებს თითო ჭიქა ღვინის თანხლებით ვადევნებდეთ თვალყურს.

შეგახსენებთ, რომ 28 თამაშში დაგროვებული 47 ქულით „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა და მეოთხე პოზიციაზე მყოფ ლონდონის „ჩელსის“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაპელო: „გუარდიოლამ ფეხბურთი დააზარალა“
კაპელო: „გუარდიოლამ ფეხბურთი დააზარალა“