გურამ ქუთათელაძე, ხამზატ ჩიმაევი
Aa
Aa

„ხამზატს ვერავინ შეაჩერებს, ის ჩემპიონი აუცილებლად გახდება“ | გურამ ქუთათელაძე

UFC-ის მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ თავის ახლო მეგობარზე, ხამზატ ჩიმაევზე ისაუბრა. „ქართველი ვიკინგი“ დარწმუნებულია, რომ „ბორზი“ ჩემპიონი გახდება და მიაჩნია, რომ დრიკუს დუ პლესის მასთან შანსი არ აქვს.

„ხამზატი ჩემპიონი აუცილებლად გახდება. მისი შეჩერება არავის შეუძლია. გინახავთ მისი ვარჯიშები და ჩხუბები? მას ვერავინ შეაჩერებს. ამ მომენტისთვის, არავინაა, ვინც მას რამეს დაუპირისპირებს.

ჩიმაევის გამარჯვება რობერტ უიტეკერთან? საერთოდ არ გამკვირვებია. რობერტს უდიდეს პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს. ის საოცარი ადამიანი და მებრძოლია, მაგრამ ყველამ ნახა, ხამზატი როგორ ვარჯიშობს და ჩხუბობს და რა დონის მებრძოლია. ის ძალიან საშიშია, როცა საქმე ჩხუბს ეხება. არ გამკვირვებია, რაც გააკეთა. ყბა მოსტეხა, როცა მის დახრჩობას ცდილობდა.

ჩიმაევისა და დუ პლესის ჩხუბი? MMA-ის მოყვარულებისთვის ძალიან კარგი ორთაბრძოლა იქნება, მაგრამ არა ჩემთვის, რადგან ხამზატი ჩემი ძმა, თანაგუნდელი და სპარინგ-პარტნიორია. კიდევ ერთხელ, პატივისცემა დრიკუსს, ის ძლიერი მებრძოლია და ჩემპიონის სტატუსი აქვს, მაგრამ ხამზატთან არ უჩხუბია და როცა იჩხუბებს, იტყვის იმას, რაც ჩიმაევის ყოფილმა მეტოქეებმა თქვეს“.

შეგახსენებთ, რომ ქუთათელაძე თავის ორთაბრძოლას 22 მარტს, ლონდონში ჩანიშნულ ღონისძიებაზე გამართავს. „ქართველი ვიკინგი“ კაუე ფერნანდესს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცი, რომ ჩემპიონი გავხდები. ეს დრო ძალიან მალე დადგება“ - ქუთათელაძე
„ვიცი, რომ ჩემპიონი გავხდები. ეს დრო ძალიან მალე დადგება“ - ქუთათელაძე