ატლეტიკო
Aa
Aa

„45 წამში რა გადაწყვიტეთ“ - ატლეტიკოს პასუხი უეფას

„ლივერპული“ – „პარი სენ ჟერმენთან“ ერთად, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალებიდან ყველაზე რეზონანსული როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მადრიდული დერბი იყო, რომლის გამარჯვებულის ბედიც ხულიან ალვარესის სკანდალურმა პენალტმა გადაწყვიტა. არგენტინელმა ფორვარდმა ტიბო კურტუას კარში 11-მეტრიანების სერიაში გაიტანა, მაგრამ როგორც გაირკვა დარტყმის დროს ბურთს მეორე ფეხითაც შეეხო, რის გამოც მისი რეალიზებული პენალტი გაფუჭებულად გამოცხადდა.

უეფას ვებ-გვერდზე დღეს დაიწერა, რომ შესაძლოა ამ წესთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გარკვეული ცვლილებები შევიდეს, რაზეც ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს ამ შემთხვევაში დაზარალებულმა მადრიდის „ატლეტიკომ“ სპეციალური წერილით უპასუხა:

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ VAR-ის შეცდომის აღიარება საბოლოო შედეგს არასოდეს შეცვლის და რაც არ უნდა მკაფიო ლაფსუსი იყოს, საქმე არბიტრების დასჯის იქით აღარ წავა. თუმცა, მაინც არ შეიძლება სინანული არ გამოვთქვათ ამ „ინციდენტზე“, რომლის გამოც ძალიან დავზარალდით.

დაიმსხვრა მილიონობით გულშემატკივრების იმედები, რომელთა გასახარებლადაც როხიბლანკოს ფეხბურთელებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს. VAR-ის ფუნქციაში ნათლად წერია, რომ ის საქმეში მხოლოდ აშკარა შეცდომების დროს ერთვება და ამ პენალტთან დაკავშირებით 45 წამში რა გადაწყვეტილება მიიღეს? „ატლეტიკოს“ დნმ-ში არ ზის თავის მართლება, ამიტომაც ამ თამაშზე ყურადღებას აღარ გავამახვილებთ და „ბარსელონასთან“ შეხვედრისთვის მოვემზადებით.

კვირას, 16 მარტს, ესპანეთის ლა ლიგის XXVII ტურში „ატლეტიკო“ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ კონკურენტს „ბარსელონას“ უმასპინძლებს, რომელსაც მხოლოდ ქულით ჩამორჩება, თუმცა კატალონიელებს კასტილიელებთან შედარებით მატჩით ნაკლები აქვთ გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-40 მეოთხედფინალი - ექვსიდან ექვსი ატლეტიკოსთან
მე-40 მეოთხედფინალი - ექვსიდან ექვსი ატლეტიკოსთან