ძალიან ცუდი მოსასმენი იყო - ფერნანდეში რეტკლიფს დაუპირისპირდა
რამდენიმე დღის წინ „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრეზიდენტი ჯიმი რეტკლიფი „ალისფერი ეშმაკების“ ყოფილ ფეხბურთელთან გარი ნევილთან იყო სტუმრად ერთ-ერთ ტელევიზიაში, სადაც გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და ზოგიერთი ფეხბურთელის მიმართ კრიტიკული შენიშვნები გამოამჟღავნა. მისი საუბრის ფორმა არ მოეწონა კლუბის პორტუგალიელ კაპიტანს ბრუნო ფერნანდეშს, რომელმაც პრეტენზიები საჯაროდ გამოთქვა.
რას ამბობს ფერნანდეში
პრეზიდენტს ერთ რამეს ვეტყოდი - ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ადგილას ერთი წუთით საკუთარი თავი რომ წარმოიდგინოს - ესიამოვნებოდა, ვინმეს რომ დაეწყო მის არახარისხიან მუშაობაზე საუბარი, ან იმაზე ლაპარაკი, რომ ის გაბერილ ხელფასს იღებს? არა მგონია ამ ყველაფერს შეგუებოდა. მისი შეფასებები საკმაოდ მძიმე მოსასმენი იყო.
ყველა მოთამაშეს კლუბთან ინდივიდუალური კონტრაქტი აქვს და მხარეები შეთანხმებას აღწევენ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. თანაგუნდელებს ვეტყოდი, რაც შეიძლება ნაკლები ცნობა შეუშვან ტვინში, რადგან მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ჩვენთვის ჩირქის მოცხების გარდა, არაფერს აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ორი მატჩის ჯამში „სოსიედადის“ დამარცხებით ევროპა ლიგის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ იქნება. პრემიერ ლიგაში კი „წითელი ეშმაკები“ მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან 28 ტურში დაგროვებული 34 ქულით სატურნირო ცხრილში მეთოთხმეტე ადგილს იკავებენ.