ილია თოფურია, გურამ ქუთათელაძე, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ელ მატადორში“ ეჭვი ერთი წამითაც არ მეპარება“ - ქუთათელაძე ილია VS ისლამზე

UFC-ის მსუბუქი წონის ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ Inside Fighting-თან ინტერვიუში ილია თოფურიას მსუბუქ წონაში გადასვლაზე ისაუბრა.

გურამ ქუთათელაძე:

„ვფიქრობ, ილია თოფურიას მიზანი ჩემპიონობაა. ახლა ქამარი ისლამ მახაჩევს ეკუთვნის, ამიტომ ის არის შემდეგი მსხვერპლი. ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო ჩხუბი იქნება, თუ ყველა დროის საუკეთესო არა. დრო აჩვენებს, რა და როგორ იქნება, თუმცა „ელ მატადორში“ ეჭვი ერთი წამითაც არ მეპარება. მისი ამოცანა მესამე ქამარია, იმიტომ რომ ილია ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია და BMF-ის ქამრის რეალური მფლობელი“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული ვაკანტური გახადა და კარიერას მსუბუქ წონაში გააგრძელებს.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება „ელ მატადორის“ შემდეგი მეტოქე, მაგრამ მედიაში აქტიურად იწერება მასსა და მსუბუქი წონის ჩემპიონს, ისლამ მახაჩევს შორის პოტენციურ ჩხუბზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრი ვარიანტია, მაგრამ ილია VS ისლამი ყველაზე რეალური და მომგებიანია“ - ბისპინგმა თოფურიაზე ისაუბრა
„ბევრი ვარიანტია, მაგრამ ილია VS ისლამი ყველაზე რეალური და მომგებიანია“ - ბისპინგმა თოფურიაზე ისაუბრა