გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

„ვიცი, რომ ჩემპიონი გავხდები. ეს დრო ძალიან მალე დადგება“ - ქუთათელაძე

UFC-ის მსუბუქი წონის ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ Inside Fighting-თან ინტერვიუში ბრაზილიელ კაუე ფერნანდესთან (9-2) მოახლოებულ ჩხუბზე ისაუბრა.

გურამ ქუთათელაძე:

„მზად ვარ ისე, როგორც არასოდეს - მენტალურად, ფიზიკურად, ყველა მხრივ... ქამარს ვუმიზნებ. არც ერთ ოპონენტს არ ვუვლი გვერდს, თუმცა ჩემი მიზანი საჩემპიონო ქამარია. ვიცი, რომ ჩემპიონი გავხდები. ღმერთის წყალობით, ეს დრო ძალიან მალე დადგება.

ვფიქრობ, ფერნანდესთან ჩხუბი პარტერში წარიმართება, აუცილებლად შევეცდები, დავაფინიშო პარტერში. თუ დგომში ვიქნებით, მაშინაც შევეცდები, დავანოკაუტო. თუ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება, უპირატესობა ჩემს მხარეს იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ქუთათელაძის მეტოქე კაუე ფერნანდესი 29 წლისაა. UFC-ში მას 2 ჩხუბი აქვს გამართული - მარკ დიაკიზესთან (მარცხი მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით) და მოჰამად იაჰიასთან (მოგება ნოკაუტით).

რაც შეეხება „ქართველ ვიკინგს“ (13-4), მან ბოლოს გასული წლის აგვისტოში იჩხუბა, როცა ინგლისელი ჯორდან ვუჩენიჩი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ქუთათელაძე-ფერნანდესის ჩხუბი 23 მარტს ლონდონში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მასზე უკეთესი სტრაიკინგი და გრეპლინგი მაქვს“ | დოლიძე ვეტორისთვის ემზადება
„მასზე უკეთესი სტრაიკინგი და გრეპლინგი მაქვს“ | დოლიძე ვეტორისთვის ემზადება