ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ისლამს მაქსიმუმ სამი რაუნდი გაუძლოს“ | პიმბლეტმა ილიას შეურაცხყოფა მიაყენა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, პედი პიმბლეტი ილია თოფურიას კრიტიკას განაგრძობს. „ბედი“ TNT Sports-ს ესაუბრა და „ელ მატადორს“ მსუქანი პატარა ნაბი***რი უწოდა.

„გადაიკვეთება თუ არა ჩემი და თოფურიას გზა მსუბუქ წონით დივიზიონში? ვფიქრობ, ჩვენი ჩხუბი გარდაუვალია. განსაკუთრებით ახლა, როდესაც მსუბუქ წონით დივიზიონში გადმოვიდა. ეს აუცილებლად მოხდება.

თოფურია კიდევ ერთი ჯუჯაა. დაბალი მებრძოლი, რომელიც წარმოდგენა არ მაქვს, რას აკეთებს, მსუბუქ წონით დივიზიონში გადმოსვლით. ამბობს, რომ ქვემსუბუქში წონას ვერ აფიქსირებს და მაინც ბედავს და მსუქანს მეძახის. თუ ქვემსუბუქში წონას ვერ აფიქსირებს, ე.ი პატარა მსუქანი ნაბი***რია. მისი და მახაჩევის ჩხუბი? ისლამი გაანადგურებს და გრეპლინგში მაგრად აჯობებს. თოფურიამ მაქსიმუმ სამი რაუნდი გაუძლოს“.

შეგახსენებთ, რომ პიმბლეტს კარიერაში 25 ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 22 მოგება და 3 მარცხია. პედის UFC-ში არც ერთხელ წაუგია და ბოლო ორ ჩხუბში, ბობი გრინი და ტონი ფერგიუსონი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ხვიჩა ბედნიერია და  ეს მოედანზე ეტყობა
სანიოლი: ხვიჩა ბედნიერია და ეს მოედანზე ეტყობა