ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

ქართველი აღმოჩენა არნემში | ერედივიზიეს კლუბებმა იეგოიანი მოინიშნეს

ნიდერლანდური Gelderlander-ის ინფორმაციით, ჰოლანდიის უმაღლესი ლიგის, ერედივიზიეს კლუბებმა ირაკლი იეგოიანია მოინიშნეს, სკაუტები ქართველ ფეხბურთელს აკვირდებიან. აღნიშნული გამოცემა ირაკლის აღმოჩენას უწოდებს.

20 წლის ქართველი შემტევი პროფესიულ დონეზე სადებიუტო სეზონს ატარებს. ჰოლანდიის რანგით მეორე ლიგაში „ვიტესის’’ რიგებში 28 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ნიდერლანდების თასზე ერთი მატჩი ჩაატარა და უმაღლესი ლიგის „ვალვაიკს’’ შეუგდო. საერთო ჯამში, ირაკლის აქტივში 12 საგოლე მოქმედებაა.

ხაზი უნდა გავუსვათ კიდევ ერთ გარემოებას. სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული ირაკლი პროგრესირებს, მისი გავლენა „ვიტესის’’ თამაშზე უფრო და უფრო იზრდება.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს მისი პირველი სეზონია პროფესიულ დონეზე, გარკვეულ შეხვედრებში ჩავარდნები იქნება, თუმცა საერთო ჯამში პროგრესირებს და მისი პროდუქტიულობა პროგრესირებადია.

ირაკლი ამსტერდამის „აიაქსისა'' და ენსხედეს „ტვენტეს'' აკადემიებში თამაშობდა, პირველი პროფესიული კონტრაქტი ენსხედურ კლუბთან გააფორმა, თუმცა პირველ გუნდში თამაშის შანსი არ მისცეს და გასულ ზაფხულში კარიერა „ვიტესს'' დაუკავშირა, კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ირაკლი იეგოიანი მარტში გასამართი მატჩებისთვის ნაკრებში გამოიძახა. სვანაძე იეგოიანს რეგულარულად იძახებს, თუმცა იშვიათად ათამაშებს, თუმცა ფეხბურთელის პროგრესიდან გამომდინარე შესაძლოა უახლოეს ორ სანაკრებო მატჩში მეტი სათამაშო დრო მისცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შალკე 17 წლის ქართველი ტალანტით დაინტერესდა - ჩიქოვანი გელზენკირხენშია
შალკე 17 წლის ქართველი ტალანტით დაინტერესდა - ჩიქოვანი გელზენკირხენშია