სტეფ კარი
Aa
Aa

კიდევ ათასს შეძლებს - კერი კარის რეკორდზე

სტეფ კარი NBA-ს ისტორიაში კიდევ ერთი უნიკალური რეკორდით შევიდა - „საკრამენტოსთან“ (130:104) მოგებულ შეხვედრაში „გოლდენ სტეიტის“ 36 წლის ვეტერანმა კალათბურთელმა პერიმეტრიდან ექვსიდან ორ შემთხვევაში ზუსტად ისროლა, ერთ-ერთი სამქულიანი კი მისთვის რიგით მე-4000 გამოდგა, რაც მართლაც საოცარი მაჩვენებელია. სამქულიანების რეალიზაციის მაღალი პროცენტული მაჩვენებლით კარი მთელი კარიერის განმავლობაში გამოირჩეოდა, 2021 წელს კი იქამდე ამ მხრივ ერთპიროვნული რეკორდსმენის, რეი ალენის (2973) მიღწევა გააუმჯობესა.

ბუნებრივია, კარის მორიგ რეკორდზე კომენტარის გაკეთება „უორიორსის“ დამრიგებელს სტივ კერის სთხოვეს, რომელმაც აღნიშნა, რომ მისმა შეგირდმა ასეთივე ინტენსივობით თუ განაგრძო ასპარეზობა, გარანტიას იძლევა, რომ პერიმეტრიდან კიდევ ათას ქულას დააგროვებს, დანარჩენი კი უკვე, სტეფის ორგანიზმსა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. კერიმ ისიც აღნიშნა, რომ თავის დროზე ვერავინ წარმოიდგენდა, თუ კარი ალენის მიღწევას გააუმჯობესებდა, თუმცა მან ამის გაკეთება ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოახერხა.

ცნობისათვის, „გოლდენ სტეიტი“ 66 თამაშის შემდეგ 38 მოგებითა და 28 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა, ხოლო სტეფ კარი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 24,3 ქულას, 4,4 მოხსნასა და 6,1 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეს კალათბურთელის სიტყვები არ იყო - ლებრონი სკანდალში გაეხვა
ეს კალათბურთელის სიტყვები არ იყო - ლებრონი სკანდალში გაეხვა