ტუხელმა რაშფორდი გამოიძახა - ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
2026 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის, ინგლისის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ „სამი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი, მარკუს რაშფორდი გამოიძახა, რომელიც ამჟამად იჯარით „ასტონ ვილაში“ თამაშობს.
ამ თვეში ინგლისელები ალბანეთსა და ლატვიის ნაკრებებს შეხვდებიან. მატჩები 21 და 24 მარტს გაიმართება.
ინგლისის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), აარონ რამსდეილი (არსენალი), ჯეიმს ტრაფორდი (ბარნლი), დინ ჰენდერსონი ( საუთჰემპტონი),
მცველები: დენ ბერნი (ნიუკასლი), ტინო ლივრამენტო (ნიუკასლი) , ლევი კოლვილი (ჩელსი), რის ჯეიმსი (ჩელსი), მარკ გეჰი (კრისტალ პალასი), ეზრი კონსა (ასტონ ვილა), მაილზ ლუის-სკელი (არსენალი), ჯარელ კუანსა (ლივერპული), კაილ უოკერი (მილანი).
ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი (რეალი), ებერეჩი ეზე(კრისტალ პალასი), ჯორდან ჰენდერსონი (აიაქსი), კერტის ჯონსი(ლივერპული), კოულ პალმერი (ჩელსი),დეკლან რაისი (არსენალი), მორგან როჯერსი (ასტონ ვილა), ჯეროდ ბოუენი (ვესტ ჰემი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ენტონი გორდონი (ნიუკასლი).
თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ბაიერნი), მარკუს რაშფორდი (ასტონ ვილა), დომინიკ სოლანკე (ტოტენჰემი).
შეგახსენებთ, რომ ტუხელმა „სამ ლომთან“ 18-თვიანი კონტრაქტი გასული წლის ოქტომბერში გააფორმა, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა.
ინგლისის ნაკრებს ბოლოს გარეთ საუდგეიტი წვრთნიდა, რომელიც გუნდში 2016 წელს დაინიშნა და თანამდებობა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა.