ტაისონ ფიური, ფრენსის ნგანუ
Aa
Aa

ნგანუს ფიურისთან რევანში სურს

UFC-ში მძიმე წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ფრენსის ნგანუმ, რომელიც ამჟამად PFL-ის მებრძოლია, ტაისონ ფიურისთან რევანშის სურვილი გამოთქვა, რომელიც WBC-ის ვერსიით, კრივში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია.

„მინდა ტაისონ ფიურისთან ვიჩხუბო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როგორ ჩაიარა ჩვენმა პირველმა ბრძოლამ. მგონია, რომ მაშინ მე გავიმარჯვე. კონტრაქტში იყო პუნქტი რევანშის შესახებ. ამიტომ მჭირდება, რომ მეორე ბრძოლას მივაღწიო, რათა ყველაფერს წერტილი დავუსვა“, - თქვა ნგანუმ.

შეგახსენებთ, რომ ამ მებრძოლების ჩხუბი 2023 წლის 28 ოქტომბერს, საუდის არაბეთში გაიმართა. მსაჯების გადაწყვეტილებით, გამარჯვებული ტაისონ ფიური გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უაითი კრივის ახალ ორგანიზაციაზე: იქ MMA-ს მებრძოლებს ვერასდროს ნახავთ
უაითი კრივის ახალ ორგანიზაციაზე: იქ MMA-ს მებრძოლებს ვერასდროს ნახავთ