„ასპინალისგან ნუ გარბიხარ“ - ანკალაევმა ჯონსს სტეროიდული მანქანა უწოდა
UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მაგომედ ანკალაევმა მძიმე წონაში ჩემპიონს, ამერიკელ ჯონ ჯონსს მიმართა.
„სტეროიდული მანქანა ჯონსი იმედგაცრუებული დარჩა იმით, რომ მე ალექს პერეირა დავამარცხე. გთხოვ, ეჩხუბე დიდ ტომს. შეწყვიტე მისგან გაქცევა“, - დაწერა ანკალაევმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ პერეირა-ანკალაევის ჩხუბი UFC 313-ის მთავარი მოვლენა იყო, რომელიც ლას-ვეგასში გაიმართა. 5-რაუნდიანი ბრძოლა ანკალაევის გამარჯვებით დასრულდა.
ცნობისათვის, ანკალაევი UFC-ში 2018 წლიდან ჩხუბობს და სხვა ოთხი რუსი ჩემპიონისგან განსხვავებით, ტიტულის მოსაგებად ყველაზე მეტი, 15 ბრძოლის ჩატარება დასჭირდა. შედარებისთვის - ქამრის მოპოვებამდე პიოტრ იანმა - 6, ხაბიბ ნურმაგომედოვმა - 9, ხოლო ისლამ მახაჩევმა 12 ბრძოლა გამართა.