თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 8 ქულა | ვირტუს ბოლონია რეალთან დამარცხდა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 29-ედ დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი საკუთარ კედლებში „რეალს“ დაუპირისპირდა და „სამეფო კლუბის“ წინააღმდეგ არაფერი გამოუვიდა - 67:80.

შენგელიამ პარკეტზე 22 წუთი და 19 წამი გაატარა. თორნიკეს ანგარიშზე 8 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 13 გახლდათ, რაც „ვირტუს ბოლონიას“ რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

იტალიელთა მხრიდან ყველაზე მეტი, 11 ქულა მეთიუ მორგანმა ჩააგდო. რეიჯონ ტაკერმა 10 ქულა მიითვალა. „რეალს“ 13-13 ქულით ჯანან მუსამ და ედი ტავარესმა ულიდერეს. მარიო ჰეზონიამ 10 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა.

ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონიას“ 7 მოგება და 22 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციას იკავებს. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 მარტს გამართავს და „ბასკეტ ნაპოლის“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი სწორად გაუქმდა, მაგრამ წესს გადახედვა ემუქრება - UEFA-ს განცხადება
გოლი სწორად გაუქმდა, მაგრამ წესს გადახედვა ემუქრება - UEFA-ს განცხადება