ფონსეკა: დღეს ჟორჟმა და ნუამამ გადამწყვეტი როლი შეასრულეს
„ლიონმა“ ბუქარესტის „სტიაუა“ ორი მატჩის ჯამში 7:1 გაანადგურა და ევროპა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრის შემდეგ, „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ პრესასთან ისაუბრა.
„ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. დღეს ამბიციურები და სერიოზულები ვიყავით. ჩვენ ასე თამაში შეგვიძლია და ეს უნდა გავაკეთოთ. ჩემი მითითებები ბიჭებმა კარგად შეასრულეს. დღეს ლიონი მიმზიდველად გამოიყურებოდა.
მანჩესტერი? დღეს იუნაიტედზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ. მეტოქის შესასწავლად საკმაო დრო მაქვს. სახლში მისვლის შემდეგ ლე ავრთან მატჩისთვის მზადებას დავიწყებ, რადგან მანჩესტერთან შეხვედრამდე ჯერ დრო გვაქვს. რუბენ ამორიმს კარგად ვიცნობ, მაგრამ ამაზე თავის დროზე ვისაუბრებ. ჯერ ლე ავრის დროა.
დღეს მთლიანად გუნდი იყო დამაჯერებელი და კარგი თამაში ვაჩვენეთ. ვიტყვი, რომ ჟორჟმა და ნუამამ გადამწყვეტი როლი შეასრულეს. მაგრამ დღეს ჩემთვის მთავარი იყო ის, რომ ცვლილებების შემდეგ ჩვენს თამაშში არაფერი შეცვლილა, დონე უცვლელი იყო, რადგან ყველა ფეხბურთელი სცემს პატივს გუნდის იდენტობას, ჩვენი თამაშის წესს. მიხარია, რომ ჩემი მოთამაშეები ერთმანეთთან კარგად ურთიერთობენ“.
მიქაუტაძის ყველა მომენტი VS სტიაუა