გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„რა შოუ ქართველი ფეხბურთელისგან!“ | როგორ გამოეხმაურა ფრანგული პრესა მიქაუტაძის თამაშს

გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით იფრინა. ევროპა ლიგაზე, „სტიაუასთან“ 4:0-ით მოგებულ შეხვედრაში, ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც ფრანგულ გამოცემებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ.

Maxifoot-მა მიქაუტაძე შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა: „საუკეთესო მატჩი ლიონის მაისურით. ქართველი ცენტრფორვარდი მოწოდების სიმაღლეზე იყო და მაღალი კლასის დუბლი გაიფორმა. მარცხენა ფეხით გატანილი პირველი გოლი საჯარიმოში შესრულებული შოუს შემდეგ და მიმართულების შეცვლის კონტროლის შემდეგ, მოულოდნელი დარტყმით შეგდებული ბურთი. შეეძლო, კონკრეტული ეპიზოდებისას უკეთ ეთამაშა, მაგრამ მაინც ძალიან კარგად იასპარეზა“.

90min: „რა შოუ ქართველი ფეხბურთელისგან! მიქაუტაძე ევროპულ საღამოს ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა. მატჩის სცენარზე გავლენას პირველივე წუთიდან ახდენდა და ანგარიში სწორედ მან გახსნა. გიორგიმ ლიონი მე-14 წუთზე დააწინაურა და თან რა მაგარ სტილში! რაიან შერკის გადაცემის შემდეგ, მეტოქე გუნდის დაცვას თავს ღამის კოშმარი დაატეხა და მატჩის პირველი გოლი გაიტანა. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. პირველი ტაიმის ბოლოს, საგოლე გადაცემა მიითვალა და ერნესტ ნუამას გაატანინა. მეორე ნახევრის სტარტზე, დუბლი გაიფორმა, საღამო კი მორიგი სუპერ გადაცემით დაასრულა“.

Lefigaro: „სტიაუსთან მატჩში, მიქაუტაძეს ლიონის შეტევებზე უდიდესი გავლენა ჰქონდა და დუბლი გაიფორმა, რასაც ორი საგოლე გადაცემა დაუმატა. თუ უნდა მშობლიურ კლუბში ადგილი დაიმკვიდროს, ასე უნდა განაგრძოს“.

Eurosport: „დამაგვირგვინებელ ფაზაში ბრწყინვალე ქართველ ფეხბურთელს შანსი მიეცა, საკუთარი უნარები საგოლე გადაცემების გაკეთების კუთხითაც გამოევლინა. მიქაუტაძემ ორივეჯერ ნუამას გაატანინა“.

Getfootballnewsfrance: „ქართველი ფეხბურთელი ლიონისთვის გადამწყვეტი გამოდგა და ყველა საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა. ორი გოლისა და ორი საგოლე გადაცემის მქონე მიქაუტაძე შეტევაში მთავარი ფიგურა იყო და მოედნის მესამე ნახევარში, საკუთარი უპირატესობა გამოავლინა“.

ცნობისთვის, Sofascore-მა მიქაუტაძეს 9.8 ქულა! დაუწერა, Whoscored-მა - 9.5. „ორმაგი დუბლის“ გარდა, გიორგის 3-დან 2 წარმატებული დრიბლინგი, ორი არაზუსტი და ორი დაბლოკილი დარტყმა ჰქონდა. ამასთან, მან 9-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო და 34-დან 24 ზუსტი გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცი, რომ პარიზში საოცრებებს გააკეთებს“ | ოსიმენმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ვიცი, რომ პარიზში საოცრებებს გააკეთებს“ | ოსიმენმა კვარაცხელიაზე ისაუბრა