გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

სუპერ მატჩი | როგორ შეაფასეს მიქაუტაძის თამაში Sofascore-მა და Whoscored-მა

უეფა-ს ევროპა ლიგის მერვედფინალში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონის“ მეტოქე „სტიაუა“ გახლდათ. ფრანგულმა კლუბმა პირველი შეხვედრა სტუმრად გამართა და 3:1 მოიგო, განმეორებით თამაშში კი რუმინელებს შანსი არ დაუტოვა - 4:0.

მიქაუტაძემ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და ორი გოლი გაიტანა, რასაც ამდენივე საგოლე გადაცემა დაამატა (ზოგიერთი სტატისტიკური სააგენტო მას მხოლოდ ერთ ასისტს უთვლის, უეფა - ორს) და მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

Sofascore-მა მიქაუტაძეს 9.8 ქულა! დაუწერა, Whoscored-მა - 9.5. დუბლის გარდა, გიორგის 3-დან 2 წარმატებული დრიბლინგი, ორი არაზუსტი და ორი დაბლოკილი დარტყმა ჰქონდა. ამასთან, მან 9-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო და 34-დან 24 ზუსტი გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის „ლიონის“ მომდევნო მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახლავთ. „წითელმა ეშმაკებმა“ „სოსიედადს“ შანსი არ დაუტოვეს და ბასკური კლუბი საკუთარ კედლებში 4:1 გაანადგურეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Il Mattino: ნეაპოლში ღამით ხმაური იყო, კვარას გამარჯვება აღნიშნეს
Il Mattino: ნეაპოლში ღამით ხმაური იყო, კვარას გამარჯვება აღნიშნეს