„ორმაგი დუბლი“ - მიქაუტაძემ იფრინა და ოლდ ტრაფორდზე ითამაშებს
ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ ბუქარესტის „სტიაუას“ საკუთარ მოედანზე 4:0 მოუგო და ორი მატჩის ჯამში 7:1 გაანადგურა.
დღევანდელ შეხვედრაში საუკეთესო იყო გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც 90 წუთი ითამაშა და „ორმაგი დუბლი“ შეასრულა - 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა! ეს იყო ჟორჟის საუკეთესო თამაში, რაც აქამდე „ლიონის“ მაისურით ჩაუტარებია.
მიქაუტაძის ყველა გამორჩეული მომენტი VS სტიაუა
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ჟორჟის გარდა დუბლი ასევე ნუამამ შეასრულა, რომელმაც ორივე გოლი მიქაუტაძის პასით გაიტანა. ორი საგოლე პასით გამოირჩა რაიან შერკიც.
ამრიგად, „ლიონი“ 1/4-ფინალშია და მათი მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედი“ იქნება, რომელმაც სან სებასტიანში ფრის (1:1) შემდეგ, „ოლდ ტრაფორდზე“ „რეალ სოსიედადს“ 4:1 მოუგო.
გიორგი მიქაუტაძეს ლეგენდარულ „ოლდ ტრაფორდზე“ სტუმრობა ელის. წინ ორი საინტერესო შეხვედრა გველის.