გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

კოპენჰაგენი კონფერენს ლიგას გამოეთიშა | გოჩოლეიშვილს ჩელსისთან არ უთამაშია

გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ უეფა-ს კონფერენს ლიგას გამოეთიშა. მერვედფინალში, ქართველი ფეხბურთელის გუნდის მეტოქე „ჩელსი“ გახლდათ და „არისტოკრატებმა“ მომდევნო ეტაპის საგზური დამაჯერებელ სტილში მოიპოვეს.

„ლურჯებმა“ პირველი შეხვედრა სტუმრად გამართეს და 2:1 მოიგეს, „სტემფორდ ბრიჯზე“ კი ერთადერთი გოლი გავიდა. შეხვედრის 55-ე წუთზე, თავი კირნან დიუსბერი-ჰოლმა გამოიჩინა და „კოპენჰაგენის“ კარი აიღო. ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია და მთელი მატჩი სათადარიგოთ სკამზე გაატარა.

„ჩელსის“ მომდევნო მეტოქის ვინაობა უახლოეს წუთებში გაირკვევა. ამ გუნდების დაპირისპირება ახლა მიმდინარეობს და შეხვედრა დამატებით დროშია გადასული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცი, რომ პარიზში საოცრებებს გააკეთებს“ | ოსიმენმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ვიცი, რომ პარიზში საოცრებებს გააკეთებს“ | ოსიმენმა კვარაცხელიაზე ისაუბრა