რიჩარდსი: დღევანდელი პსჟ მესი-ნეიმარი-მბაპეს გუნდს ყველაფერში სჯობს
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მთავარი დაპირისპირება „ლივერპულისა“ და პსჟ-ს წყვილში ვიხილეთ. „მანჩესტერ სიტის“ ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი და ამჟამად CBS Sport-ის ანალიტიკოსი მიკა რიჩარდსი ლუის ენრიკეს გუნდს აქებს და ამბობს, რომ დღევანდელი კოლექტივი მესი-ნეიმარი-მბაპეს დროინდელ გუნდს ყველაფერში სჯობს.
„ვფიქრობ, ორივე გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა. მეჩვენებოდა, რომ პსჟ პირველ მატჩში აბსოლუტურად დომინირებდა. ვფიქრობ, მათ ოთხი-ხუთი გოლი უნდა გაეტანათ.
განმეორებითი მატჩი ენფილდზე ლივერპულმა ძალიან კარგად დაიწყო. მათ ბევრი შანსი ჰქონდათ. მაგრამ პარიზელებმა ამჯერად ძალიან კარგად ითამაშეს. ვფიქრობ, ორივე თამაშში უფრო ძლიერები იყვნენ და ეს ძალიან გამიკვირდა. როდესაც კარგავ ნეიმარს, მესის ან მბაპეს, ყოველთვის ფიქრობ: „კარგი, მაგრამ როგორ შეგვიძლია აღვადგინოთ ეს დონე ხარისხის თვალსაზრისით?" მაგრამ ახლა ისინი უკეთესები გახდნენ. ისინი უკეთესები არიან კონტრშეტევებზე, უკეთესები არიან მოედნის ცენტრში და დაცვაში.
ვფიქრობდი, რომ ეს იყო ჩემპიონთა ლიგის შესანიშნავი რეკლამა - ორი საუკეთესო გუნდი. და მართალი გითხრათ, ლივერპული ცოტათი შოკირებული იყო იმით, თუ რამდენად კარგი იყო პსჟ.
ლუის ენრიკე ნამდვილად საუკეთესო მწვრთნელია. მან ზუსტად იცის, როგორ უნდა ითამაშოს. ის ასევე მოითხოვს კონტროლს. მაგრამ თუ ისინი ენფილდზე ასე თამაშობენ, მაშინ ჩემპიონთა ლიგის მოგების ნამდვილი ფავორიტები არიან. ვფიქრობ, ეს იყო ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მატჩი",
- ციტირებს რიჩარდსის სიტყვებს Goal-ი.
აქვე გეტყვით, რომ პარიზელები 1/4-ფინალში „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი 9 აპრილს პარიზში, ხოლო განმეორებითი 15 აპრილს ბირმინგემში გაიმართება.