ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი | ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 3 მედალი
Aa
Aa

ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი | ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 3 მედალი

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ჭიდაობაში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა იასპარეზეს საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა ფალავნებმა სამი მედალი დაისაკუთრეს.

55 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე კობა ქარუმიძე ფინალში გავიდა და აკუბეჯ ანურივს დაუპირისპირდა. 18 წლის ქარუმიძე ვერცხლის მედალს დასჯერდა და 0:8 წააგო. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რომეო ბერიძემ. 63 კგ წონით კატეგორიაში, მან ბრინჯაოს მედლისთვის დავით ჯოტიანს მოუგო - 8:2.

ბრინჯაოს მედლით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი საბა ჩილაშვილმა. 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჩილაშვილი მესამე ადგილისთვის რაზმიკ ქურდიანს დაუპირისპირდა და ბოლო ქულის წყალობით იმარჯვა.

ცნობისთვის, დღესვე დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში ფინალისტები გამოვლინდნენ – 14 მარტს კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლებისთვის დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ) და ანრი ხოზრევანიძე (67 კგ) იჭიდავებენ, მესამე ადგილისთვის იბრძოლებს ლუკა გაბისონია (97 კგ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცი, რომ პარიზში საოცრებებს გააკეთებს“ | ოსიმენმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ვიცი, რომ პარიზში საოცრებებს გააკეთებს“ | ოსიმენმა კვარაცხელიაზე ისაუბრა